8 (495) 125-12-22 support@example.com
Онлайн помощь по движку DataLife Engine Datalife Engine User Manual Онлайн помощь по движку DataLife Engine
Онлайн помощь по движку DataLife Engine
რეგისტრაცია
все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
ტურები საქართველოში

რაჭაში რომ მთა-ბარია ანგელოზებს აბარია ( 2 დღე )

eurotour 21-10-2018, 14:21 349












  • მობილური: 555 40 37 94 / 571 26 28 01
  • ელ-ფოსტა: romana6080@gmail.com
  • ბეის გადახდა: GE41TB7475645061100033
  • შეკვეთა: შეუკვეთე ახლავე
ტურების ფასები
1-3 დღე 4-6 დღე 7-13 დღე 14+ დღე
₾ 25 ₾ 45 ₾ 60 ₾ 80

აღწერა

აღწერა

რაჭა ის ადგილია, რომელიც წლის ყოველ დროს საოცარი სილამაზით გამოირჩევა  და მისი მონახულება თითქმის ყოველთვისაა შესაძლებელი, რაც საქართველს ყველა კუთხეზე არ ითქმის. თუკი  საქართველოში ემოციებით აღსავსე დღეებისგან მცირე შესვენებას მოისურვებთ, მაშინ მშვიდმა რაჭველებმა შეიძლება ეს ილუზია შეგიქმნან, მაგრამ  რაჭული პეიზაჟები ამის საშუალებას არ მოგცემენ. „რაჭაში რომ მთა-ბარია, ანგელოზებს აბარია“-ამბობენ რაჭველები და ამ სიტყვების მართლაც აქვს ხილული საფუძველი. ნაქერალას უღელტეხილი, ცხრაჯვარი, ულამაზესი შაორის ტბის მისტიკა და ქართული ხუროთმოძღვრების შედევრი-ნიკორწმინდის ტაძარი...როგორ შეგპირდეთ ემოციებისგან დასვენებას?
ღამე სრულად თქვენს განკარგულებაშია კეთილმოწყობილი კოტეჯი,რომელიც მიუხედავად სიახლისა, უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მოგზაურებში სიმყუდროვის და ორიგინალურობის გამო
მეორე დღე ზემო რაჭის მოსანახულებლად განვსაზღვრეთ, წინ გველის ქრისტიანული ტაძარი და რაჭველ ებრაელთა სინაგოგა, ორი ულამაზესი ხოტბა უფლისადმი, საქართველოში გამორჩეულ ტაძრებად აღიარებული ძეგლები. და ჩვენ მოვხვდებით სოფელ ხვანჭკარაში, რომლის სახელიც თავად მეტყველებს ყველაფერზე, და სადაც დეგუსტაცია დაგვარწმუნებს იმაში, რომ ღვინო  ქართველი კაცისათვის კიდევ ერთი აღმსარებლობაა.
 
ტური მეორე დღეს სრულდება თბილისში.

განრიგი

დღე 1.
  • დაწყების დრო07:00
  • დასრულების დრო:19:00
დღე 2.
  • დაწყების დრო09:00
  • დასრულების დრო:22:00
ტური ითვალისწინებს:
  • გიდიქართულენოვანი/უცხოენოვანი (სრული ტურის განმავლობაში)
  • გადაადგილებაკომფორტული მიკრო ავტობუსი
  • განთავსება: სრული (სასტუმრო 3* /საოჯახო ტიპის სასტუმრო)
  • კვებაერთჯერადი + სნეკები
  • წყალიშეუზღუდავი
  • დეგუსტაცია: ტურით გათვალისწინებული
  • ბილეთიტურით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე
ტური არ ითვალისწინებს: 
  • ალკოჰოლს და დამატებით კვებას
  • სამოგზაურო დაზღვევას                              
ადგილმდებარეობა , კლიმატური ზონები და მარშრუტის სირთულე  
  • ადგილმდებარებარეობადასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი
  • ზღვის დონიდან550 მ - 830 მ.
  • კლიმატიზომიერად თბილი, ზომიერად ნოტიო.
  • მარშრუტის სირთულე: სამანქანე - მარტივი
  • მარშრუტის სირთულე: საფეხმავლო - მარტივი
 კომფორტული მოგზაურობისათვის დაგჭირდებათ:
  • მოხერხებული ფეხსაცმელი
  • მზისგან დამცავი საშუალებები (ქუდი, კრემი, სათვალე)
  • საწვიმარი
  • ეკლესია-მონასტრებში მოქმედი ტიპიკონის გამო ქალბატონებისათვის რეკომენდირებულია ნებისმიერი თავსაბური და წელსახვევი
  • და რაღათქმაუნდა, ფოტოაპარატი, რომელიც კარგ სამსახურს გაგიწევთ

მსგავსი სიახლეები

რაჭის 2 დღიანი ტური 15–16 სექტემბერს

ტურისტული კომპანია ,,ნიმა ტურსი'' გთავაზობთ  რაჭის 2 დღიან ტურს  ტური შედგება 15-16 სექტემბერს

01.10.18
შატო მუხრანის 1 დღიანი ტური 22 სექტემბერს

ტურისტული კომპანია ,,ნიმა ტურსი'' გთავაზობთ ულამაზეს  შატო მუხრანის 1 დღიან ტურს 22 სექტემბერს    

01.10.18
სვანეთის 3 დღიანი ტური 110 ლარად

ტურისტული კომპანია ,,ნიმა ტურსი'' გთავაზობთ სვანეთის 3 დღიან ტურს 110 ლარად!!! ტური შედგება

01.10.18
სოფელი გონა

სოფელი გონა - პატარა შვეიცარია რაჭაში (ულამაზესი პანორამული ხედები)  ტურისტული კომპანია ,,ნიმა

01.10.18
საოჯახო სასტუმრო კარსე

სასტუმრო სახლი - კარსე, მდებარეობს რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ სადმელში. ეს გახლავთ მცირე ზომის

30.09.18

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

Copyright © 2018, ყველა უფლება დაცულია..
Закрыть